მცხეთის N2 საჯარო სკოლაში დედაენა ცეკვა-სიმღერით გააცილეს
31-05-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლის I-ა კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება მოაწყვეს.
მათ, ამჯერად, დედაენა „გააცილეს“ ცეკვა-სიმღერით, თუმცა თავიანთი დიდი ცოდნა მათემატიკასა და ბუნებაშიც გამოამჟღავნეს.
ღონისძიების სულისჩამდგმელი პატარების პედაგოგი მედეა მიქელაძე იყო, რომელსაც მხარში კლასის ხელმძღვანელი ლელა კაპანაძე, მუსიკის პედაგოგი ქალბატონი ბარბარე ბახჩაგულიანი და მოსწავლეთა მშობლები ედგნენ.