„მიწა დედაა ჩვენი“ - დარაქოვისა და არწივანის საჯარო სკოლების ერთობლივი ღონისძიება
23-04-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვისა და არწივანის საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. 

ამჯერად, არწივანის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „მიწა დედაა ჩვენი“, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა: ფილმის ჩვენება, დისკუსია, პოსტერების შექმნა და სხვა, რაშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასასრულს ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი  შემაჯამებელი ღონისძიება, მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით. 

ასევე მოეწყო მინი ლექცია,  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებითვის, გაიმართა დავასუფთავების აქცია, დაირგო ხეხილი და ყვავილები.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება კი დარაქოვის საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა. 

ღონისძიებას შეუერთდნენ წინასწარ მოწვეული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ღონისძიების ბოლოს კი გადაეცათ სამახსოვრო – ბუკლეტები და საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მოწოდებებით სარეკომენდაციო ბუკლეტები გაავრცელეს თავშეყრის ადგილებში, ასევე დაურიგეს მოსახლეობას და ფერმერებს.

ღონისძიების ბოლოს დარაქოვის სკოლის ეზოშიც, ხეები და  ყვავილები დაირგო. ღონისძიება დაგვიგვირდა, სახალისო თამაშებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით. 

პროექტის ავტორები არიან ნათელა კახაძე და ოთარ შაინიძე. 

პროექტის ხელმძრვანელები მადლობას უხდიან არწივანის სკოლის დირექტორს ფინანსური მხარდაჭერისათვის, დარაქოვის სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს თბილი დახვედრისათვის, ასევე, წალკის კეთილმოწყობის სამსახურის უფროს მხარდაჭერისთვის, ყველა მონაწილე მოსწავლეს, მშობელს, ნუგზარ ქათამაძეს, არწივანის სოფლის ახალგაზრდა აქტივისტ გიგი წულუკიძეს, გუმბათის საჯარო სკოლას, წინწყაროს საჯარო სკოლას და თამაზ ზოიძეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203