თელავის N5 საჯარო სკოლამ პროექტ „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიებში“ მონაწილეობა წარმატებით დაასრულა
31-05-2018
თელავის N5 საჯარო სკოლა პროექტში „სამოქალაქო განათლება და  ტექნოლოგიები“ (რომელიც ინგლისური ენის გამოყენებით მიმდინარეობდა) ორი წლის განმავლობაში იყო ჩართული. 

მიზანი ინტეგრირებული სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვა გახლდათ.  

პროექტს საქართველოში  PH International აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლებისა და ისტ-ის მასწავლებლები გადამზადდნენ; ჩატარდა ტრენინგები და ინტეგრირებული გაკვეთილები. 

პროექტის ფინალური კონფერენცია ბათუმში გაიმართა. სკოლის დირექცია პროექტის ორგანიზატორებს, ტრენერებსა და მოსწავლეებს საუკეთესო თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. 

პროექტში ჩართული პედაგოგები კი გახლავთ:

სამოქალაქო განათლება - ზეინაბ კაკალაშვილი;ინგლისური ენა - ია კოკოშაშვილი ისტ (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი) - მარი ზაქარიაშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203