ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა დაასუფთავეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ ნარჩენები მოაგროვეს, ნაგვის პარკებში ჩაყარეს და ურნაში განათავსეს. აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: