„აფხაზეთი საქართველოა“ - პატრიოტული სულისკვეთების ზეიმი და შთამბეჭდავი სპექტაკლი  თბილისის N107 საჯარო სკოლაში 
23-04-2024

თბილისის №107 საჯარო სკოლაში პატრიოტულმა სულისკვეთებამ იზეიმა. 

სკოლაში პროექტის - „აფხაზეთი საქართველოა“ მონაწილეებმა საჩვენებელი ღონისძიება გამართეს, რომლის ფარგლებშიც, ოთარ პერტახიას პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი - „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“. 

სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ, საოცარ განწყობას ქმნიდა.

სცენაზე თავს იწონებდნენ მაგნოლიები, პალმები, „ნოდარ დუმბას“ (როგორც თვითონ ამბობდა) ნავი „აჯიკა“...ამაღელვებელი იყო იანგულისა და ჯემალის დამშვიდობება, გაცოცხლებული მოგონებები სოხუმიდან.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შერიგების გზების მისეული ხედვის გეგმა, რომელიც ძალიან ახლოსაა რეალობასთან...

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი არ საუბრობენ ომზე, რადგან ასე სწამთ: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, ამბობენ, ბერლინის კედელი პოლიტიკოსებმა კი არა, ახალგაზრდებმა დაანგრიესო! კედელთან მღეროდა „სკორპიონსი“ თავის უკვდავ სიმღერას: „ცვლილებების ქარი“ და მუსიკის მოსასმენად მისული ახალგაზრდები კედელზე გადახტომას ცდილობდნენ... რატომ უნდა ვუყურო მზის ჩასვლას უცხო სანაპიროზე, როცა შემიძლია, რომ ამას ფსოუს წყლის პირას ვუყურო... მშვიდობით იარაღო!“, -ასე დაასრულეს შთამბეჭდავი პრეზენტაცია მარიამ ბეკურიშვილმა და ალექსანდროს ყორანაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები. პედაგოგთა და მეცნიერების პროფესიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამგორის რაიონში გულიკო ამილიძე.

„ეს იყო საოცარი სპექტაკლი, რომლის ემოციების გარეშე ყურებაც ჩემთვის ცოტა რთულია, მიხარია მოსწავლეების მონდომება, განწყობა, სწორედ ეს ახალგაზრდები გვაძლევენ იმედს, რომ ჩვენ ვერავინ მოგვერევა. ასეთი ახალგაზრდები აფხაზეთშიც ბევრნი არიან, უბრალოდ ჩვენ ხიდები უნდა გავაბათ ერთმანეთთან და ვაპოვნინოთ გულები, სიყვარული უნდა გავაერთიანოთ, იმიტომ რომ აფხაზი ერის მომავალი ჩვენს ერთობაშია. ჩვენ არასდროს არ დავნებდებით, ყველანი ერთად უნდა დავბრუნდეთ სოხუმში“,-ასე ეიმედება ბატონ დავით ფაცაციას.

დარბაზი ააღელვა და აატირა მეხუთეკლასელი კახა აშუბას სიტყვებმა.

„მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების ტრფობა გაგვყოლია... ჩვენ დავბრუნდებით -ასე სჯერათ პროექტის ხელმძღვანელებს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს -  ნანა ნაჭყებიას, თამარ დევანოზიშვილს, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლია ბურჯანაძეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203