ქვილიშორის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
23-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახალხან, პედაგოგ ნათია ფაჩუაშვილის სადამრიგებლო - მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დედაენის დღე სლოგანით - „ქართული მარტო ენაა!“ აღნიშნეს. 

მათ ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ქართულ ენას ხოტბა შეასხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. როგორც სკოლაში ამბობენ, დღე ემოციური, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203