ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ გლობალურ საკითხებს როგორიცაა გარემოს დაცვა, გლობალური დათბობა, მწვანე ეკონომიკა, კლიმატის ცვლილება, დედამიწის დღე.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით, 15-22 აპრილი „დედამიწის დღეების“ კვირეულად გამოცხადდა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა აქტივობები: „დარგე და გაზარდე თუნდაც ერთი ძირი ხე“, „მოაწესრიგე შენი საარსებო გარემო“, „ბუნებაზე გამარჯვებას ნუ იზეიმებ წინასწარ, თორემ ბუნება შურს იძიებს ჩვენზე“.
აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის ეზოს დასუფთავების, განაშენიანებისა და მოვლის სამუშაოებში.
მათ მოამზადეს ვიდეორგოლები, ასევე, სკოლაში გაკეთდა პრეზენტაციები დედამიწის გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით.
„ვიდეორგოლებში გვიჩვენეს გზები, თუ როგორ ვიმოქმედოთ პლანეტის დაბინძურების შესამცირებლად და რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ მიმართულებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კვირეულის შემაჯამებელი დღე დაეთმო თემატური ნახატების გამოფენას, ესეების პრეზენტაციას, შესრულდა კედლის მოხატულობები.
აღნიშნული ღონისძიებებით ამაღლდა მოსწავლეთა ცნობიერების დონე, გაიზარდა მოტივაცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორ მასწავლებლებსა და მონაწილე მოსწავლეებს ჩართულობისა და ეფექტური აქტივობების განხორციელებისათვის.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: