ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს.
მათ ასევე თემატური ნამუშევრები სახელწოდებით - „დედამიწა ჩემი სახლია“ შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე საინტერესო და შემეცნებითი იყო.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: