„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“ - სამტრედიის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ღია ცის ქვეშ გამართული შთამბეჭდავი ღონისძიება 
23-04-2024

სამტრედიის N10 საჯარო სკოლაში, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“, გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუსიკალურ კლუბ - „ჰარმონიას“ წევრები. კლუბის ხელმძღვანელი ლელა ბოხუა გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა. მოსწავლეებმა  სიყვარულზე საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გამოხატეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი პოეტების, მუსიკოსებისა და მხატვრების  ნაკლებად ცნობილი ისტორიები სიყვარულზე, კლუბის წევრმა, მე-9 კლასის მოსწავლემ, საბა ჭაფანძემ წაიკითხა საკუთარი ლექსი სიყვარულზე, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ გამართეს დისკუსია სიყვარულის თემაზე, სადაც მასწავლებლებმა წაიკითხეს ლექსები სიყვარულზე. 

ცნობისთვის, საქართველოში სიყვარულის დღის პირველად აღნიშვნა 1994 წელს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტით დაიწყო. ამის თაობაზე გაზეთმა „კოქტეილმააფიშით ამცნო თბილისის მოსახლეობას: „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე — 15 აპრილი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203