ახალციხის N4 საჯარო სკოლაში წიგნის ჩუქების დღე მოეწყო
23-04-2024
ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და ზოგადად, წიგნის სიყვარულით გამოირჩევიან.

დღეს, წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელმა მაია კოპაძემ თემატური აქტივობა გამართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. კლუბ „წიგნომანების“ წევრმა მოსწავლეებმა ერთმანეთს სასურველი წიგნები შეურჩიეს და საჩუქრად გადასცეს.

წიგნების ერთმანეთისთვის შერჩევა ფარულად წარიმართა. მოსწავლეებს უნდა დაეხასიათებინათ ის ბავშვი, ვისაც წიგნს ჩუქნიდნენ და აეხსნათ, რომელი წიგნი შეურჩიეს და რა პრინციპით. ამის გამო, საჩუქრების გადაცემის მომენტი მეტად სახალისო და საინტერესო გამოვიდა. 

„წიგნი ხომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომელიც დროთა განმავლობაში, უფრო ღირებული ხდება. როდესაც შენი თანატოლი გირჩევს მას, ეს კიდევ უფრო დამაინტრიგებელია. ეს კი ხელს უწყობს მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას, წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს პროცესი და გადაწყვიტეს ეს დღე ტრადიციად აქციონ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203