ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ქვეყნის დამოუკიდებლობის და პოლიციის დღე ერთად აღნიშნეს
31-05-2018
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც მის ყველა მცხოვრებს აერთიანებს.
ახალციხის №5 საჯარო სკოლის მე-4 დ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი თეა გვირჯიშვილი) საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისა და პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პოლიციის ფორმებით ქალაქ ახალციხის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ეზოში გამართეს.
პატარა ქართველი პატრიოტების გამოსვლამ სცენაზე, მათმა სულისკვეთებამ, დამსწრე საზოგადოებას თვალწინ სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული გადაუშალა და პოლიციასა და საზოგადოებას შორის დიდი ნდობა დაანახა.
პატარებს ეს მნივნელოვანი თარიღები სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ, მისმა მოადგილეებმა, ზოია ბალიაშვილმა და რიტა კირკიტაძემ, აგრეთვე ახალციხის რაიონული სამმართველოსა და ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
მათ ასევე პატარებს მოუწოდეს, რომ ცოდნით, შრომითა და გარჯით დღემდე მოტანილი საქართველოს დამოუკიდებლობა ბოლომდე დაიცვან.