2024 წლის ბათუმის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
23-04-2024
23 აპრილს „ეტალონის“ გუნდი ქალაქ ბათუმს ეწვია. 

„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის მართლაც ინტელექტის და ცოდნის ზეიმი აღმოჩნდა. ღონისძიებას ტრადიციულად, ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. კონკურსში მონაწილეობას კი ქალაქის 27 სკოლის გუნდი იღებდა. თითოეული გუნდი 5-5 მოსწავლისგან შედგებოდა, რომელთა კაპიტან-მოსწავლეებს, გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. ღონისძიების შედეგად 2024 წლის ქალაქ ბათუმის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 



ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ. 

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ, ქალაქ ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა თამარ ხიმშიაშვილმა და მასპინძელი, ბათუმის N25 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანული დიდმანიძემ. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

20 კითხვის შედეგად გამარჯვებული სამეული გამოვლინდა:

2024 წლის „ბათუმის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა კერძო სკოლა „ევრო-2000-ის“ გუნდმა 72 ქულით. გუნდის კაპიტანი იყო VII კლასელი გვანცა ცეცხლაძე, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: სანდრო ბერიძე VI კლასი, ალექსანდრე მალაყმაძე VI კლასი, ანასტასია პეტრიძე VII კლასი და ლევან ქარჩავა VII კლასი. 

მეორე ადგილზე ასევე 72 ქულით გავიდა ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის VII კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდი ანასტასია შანთაძის ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ანანო მუკუტაძე, ლუკა ბურკენაძე, მათე დუმბაძე და ბარბარე ყურშუბაძე. 

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „ევრო-200-ის“ და ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის გუნდებმა თანაბარი 72-72 ქულა დააგროვეს, თუმცა „ევრო-200-ის“ გუნდმა ეს უფრო მცირე დროში მოახერხა (268 წამი), ვიდრე ბათუმის N10 საჯარო სკოლის გუნდმა (287 წამი).

მესამე ადგილი კი მოიპოვა ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლის გუნდმა 70 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი სანდრო კაკაბაძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ასევე VII კლასელები: ელენე დავითაძე, საბა სანიკიძე, ლევან უსტიაშვილი და სალომე დოლიძე. 

აქვე აღსანიშნავია, რომ მეოთხე ადგილზე გასულმა ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლის გუნდმა მესამეადგილოსანი გუნდის მსგავსად 70 ქულა დააგროვა, თუმცა ამისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდა 361 წამი, ვიდრე ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის გუნდს (268 წამი). 




ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ბათუმში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203