თიანეთის მუნიციპალიტეტისმ დაბა სიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები აქტიურად იმართება.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ჩატარდა. მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დედამიწას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
ბავშვებმა, ასევე სკოლის ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს და ასფალტი ლამაზად მოხატეს.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: