შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლის ბ კორპუსში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორი ლამარა ხალვაში გახლდათ, მოსწავლეებმა საინტერესო, თემატური ნამუშევრები შექმნეს.
ბავშვებმა ასევე დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დედამიწას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: