შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეები ენთუზიაზმით არიან ჩართულები, როგორც საგაკვეთილო პროცესში ასევე სკოლის მიღმა საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ამჯერად. სკოლის ბ კორპუსის VII კლასის მოსწავლე ლინდა ფუტკარაძემ და VIII კლასის მოსწავლე მეგი ფუტკარაძემ, აჭარის მუზეუმის რეგიონალურ კონფერენციაზე, ბიოლოგიაში საინტერესო პრეზენტაცია წარმატებით წარადგინეს.
მოსწავლეები თამამად წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე, დამაჯერებლად ისაუბრეს საპრეზენტაციო თემაზე და დამსწრეთა დიდი ინტერესიც გამოიწვიეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებსაც და ხელმძღვანელ-მასწავლებელს, ლამარა ხალვაშს სერთიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: