ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანისა და ჩანტლისყურის საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ, ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და საერთო ინიციატივებში მოსწავლეებს აქტიურად რთავენ.
ამჯერად, ზინობიანის საჯარო სკოლაში პედაგოგის კახაბერ გიორგაშვილისა და ჩანტლისყურის პედაგოგის მუხტარ ალიევის აქტიურობით, მინი ფეხბურთში მეგობრული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლების VI-VII კლასის მოსწავლე გოგონები და ბიჭები.
შეხვედრა ზინობიანის სკოლის გოგონების, ხოლო ჩანტლისყრის ბიჭების გუნდის გამარჯვებით დასრულდა. როგორც სკოლებში აღნიშნავენ, თამაში ძალიან სახალისო გამოვიდა, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებული, ორი მეზობელი სკოლის მოსწავლეების დამეგობრებასა და ინტეგრაციას.
იხილეთ ფოტოები: