ბეკამის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა
24-04-2024
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, აქტივობები სხვადასხვა საგანში, მე-2 მე-6 კლასებში ჩატარდა. მათ ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ნინო მანანაძე, ხელოვნების მასწავლებელი - თამარ ქუშაშვილი და ისტ-ის პედაგოგი - ნატო სომხიშვილი უძღვებოდნენ.

მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის ეკონაკვალევის მნიშვნელობას, მოაწყეს დისკუსია, შეავსეს კითხვარი და შექმნეს პოსტერი - „როგორ შევამცირო ჩემი ეკონაკვალევი“.

ისინი ინფორმაციას ნიადაგის მართვასა და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც გაეცნენ. მოსწავლეებმა გააფერადეს სურათები, მოხატეს ბუშტები, უმღერეს პლანეტას, დარგეს მცენარეები და შექმნეს პოსტერი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.

გარდა ამისა, ინტერნეტიდან ამობეჭდეს ბუნების სურათები და გააფერადეს. ასევე power point-ში აწყობილი პრეზენტაცია გამართეს.

„მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203