ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
24-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის ირგვლივ ყვავილები დარგეს, ხეები მორწეს და შემოგარენი დაასუფთავეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.
აქტივობას დაწყებითი სკოლის მასწავლებელი - საიდა კიარიმოვა ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.