დერჩის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ
25-04-2024

აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

სასკოლო საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მუხტი, რომლითაც 15 სექტემბერს სწავლა დაიწყო, სკოლაში ჰიმნის ფონზე აფრიალდა საქართველოს დროშა და დიდი შემართებით შეუდგნენ საგანამანთლებლო საქმიანობას.

სასწავლო წლის პირველი დღის ემოციები დაუვუწყარი იყო მოსწავლეებისთვის, დღის განწყობამ მათ შემართებაზე დადებითად იმოქმედა და ახლა უკვე სასწავლო პროცესის მიწურულს იგივე ენთუზიაზმით აგრძელებენ სწავლას. 

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების განწყობასა და მოტივაციაზე ზრუნვა, რათა მათი დაინტერესება გამოიწვიონ.

 იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203