ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს კვირეული მიუძღვნეს.
კვირეული საქართველოს დროშის აღმართვით გაიხსნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დროშა აღმართეს 2017-2018 წლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა - ნია ბურჯანაძემ და ერეკლე მიქაძემ.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ეზო მოხატეს. აქტივობის თემა იყო - „ჩემი ხატია სამშობლო“.
სკოლაში გაიხსნა დამოუკიდებლობის სტენდი - „ასწლოვანი მატიანე 1918-2018“.
მოსწავლეებმა ასევე მაყურებელს სპეკტაკლი - ვაჟა ფშაველას- „ბახტრიონი“ წარუდგინეს.
კვირეულის ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეება მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „შენთვის სანთლად ავენთები მამულო“ წარმოადგინეს.
ასევე ჩატარდა კონკურსი - „ვინ უკეთ იცის საქართველოს ისტორია და გეოგრაფია“, რომელშიც მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლაში ასევე ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „დამოუკიდებლობის 100 წელი“.
„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული დასრულდა სპექტაკლით - „ჰელადოსი“. სპექტაკლში მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებებში სკოლის 150 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები