ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, ენთუზიაზმით ჩაერთნენ დასუფთავების აქციაში, რომელიც სკოლის ეზოში გაიმართა.
მათ სკოლის ეზო მონდომებით დაასუფთავეს და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ბუნებას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: