ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღისადმი მიძღვნილი პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ფარგლებში, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
პროექტის წარმატებით წარმართვა უზრუნველყვეს ბუნების, გეოგრაფიის და ისტორიის მასწავლებლებმა: ინგა მსხალაძემ, შუშანა ბერიძემ და მარინა მოწყობილმა, ბიბლიოთეკარის-მელანო ზოიძის დახმარებით.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ბუნებას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში.
„დედამიწა ჩვენი სახლია, იგი სიცოცხლით სავსე პლანეტაა, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოვლა და გაფრთხილება. ჩვენ, ადამიანები ვზრუნავთ დედამიწის ჯანმრთელობაზე, რადგან თუ დედამიწა ავად გახდა, ჩვენს ცხოვრებასაც დაეკარგება აზრი. ყური დავუგდოთ დედამიწას და მის საგანგაშო სიგნალებს ვუმკურნალოთ, რათა შთამომავლობას ჯანმრთელი დედამიწა გადავცეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: