ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელის - მაია ფერცულიანის ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება სახელწოდებით „გაუფრთხილდეთ დედაბუნებას“ გაიმართა.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, გაეცნენ სხვადასხვა ლიტერატურას და გამოუშვეს კედლის გაზეთი.
ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით, სკოლაში ასევე გაიმართა თემის პრეზენტაცია, მოსწავლეებმა საზოგადოებას უჩვენეს ფილმი გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორებით გამოწვეული გლობალური პრობლემების შესახებ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებს სიტყვით მიმართა გეოგრაფიის მასწავლებელმა - შოთა კაკუშაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს გლობალური პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს და მწვანე ნერგები დარგეს.
„ამით მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ სამყაროს გამწვანებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: