ქალაქ ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის კათედრის ორგანიზებით, პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“ განხორციელდა, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა.
პროექტის ფარგლებში, I-IV კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს სხვადასხვა სახის აქტივობა.
მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „რა აწუხებს დედამიწას“, რის შემდგომაც დისკუსია გაიმართა.
ბავშვებმა შექმნეს სლოგანები, პოსტერები, დაამზადეს სამაჯურები, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
პროექტის დასასრულს, მათ მიეცათ დავალება - უნდა შეექმნათ თხზულება „მე რომ სუპერძალა მქონდეს, როგორ გადავარჩენდი დედამიწას“.
აღნიშნულმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია უმცროსკლასელებში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: