დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
24-04-2024

დღეს, 24 აპრილს საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება დაიწყო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, etaloni.ge-მ გამოთვალა, თუ რამდენი კანდიდატი გადის პირველ დღეს გასაუბრებაზე და ეს რიცხვი 210-ია, ხოლო ჯამში კონკურსანტების რაოდენობა 1448-ს შეადგენს.

დირექტორთა გასაუბრება 24 აპრილს დაიწყება და მაისში დასრულდება - დეტალური განრიგი ცნობილია

დირექტორთა გასაუბრების მაქსიმალური ქულა და შეფასების კრიტერიუმები

აღსანიშნავია, რომ გასაუბრებები ტარდება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ზოგიერთ სკოლაში და აჭარის განათლების სამინისტროში.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%). ასევე, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი და დადგენილ ვადებში დარეგისტრირდნენ საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203