ართანის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა
24-04-2024
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა და წიგნის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანა. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ლელა ცოკოლაურმა მე-4, მე-8 კლასებში ერთობლივი ღონისძიება ჩაატარა.

მერვე კლასის მოსწავლეებმა მეოთხე კლასის მოსწავლეებს ამ დღის აღნიშვნის ისტორია და მნიშვნელობა გააცნეს. მოსწავლეებმა ხალისით და ინტერესით ისაუბრეს თავიანთი საყვარელი წიგნებისა და პერსონაჟების შესახებ. გარდა ამისა, საყვარელი ნაწარმოების გმირები დახატეს.

მასწავლებლებელმა  მოსწავლეებს მათი ასაკისათვის შესაფერისი წიგნები საჩუქრად გადასცა და აუხსნა, რომ  22 აპრილი არის აგრეთვე წიგნის ჩუქების დღე.

ღონისძიებამ საკმაოდ საინტერესოდ, ხალისიანად და ემოციურად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203