24 აპრილს, დაბა ქედის საჯარო სკოლაში 2024 წლის „ქედის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა.
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ და მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ნათია ბარამიძემ. ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
2024 წლის „ქედის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ხარაულის საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა 69 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა თამთა ჭანუყვაძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ დემეტრე ტაკიძე, ლიზი ჭანუყვაძე, გაგა ბერიძე და ანანო მახარაძე.
მეორე ადგილზე 67 ქულით გავიდა უჩხითის საჯარო სკოლის გუნდი VI კლასელი მარიამ ნინიძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: გვანცა გოჩაძე VI კლასი, მაიკო აბესლამიძე VI კლასი, ნინი ნინიძე VII კლასი და ანა ნინიძე VII კლასი.
მესამე ადგილი კი მოიპოვა ოქტომბრის საჯარო სკოლის გუნდმა 65 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანრი გოგიტიძე. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: დათო დუმბაძე VII კლასი, ბაჩი ჩხიკვაძე VII კლასი, მარიამ ასამბაძე VI კლასი და ანამარია ჩხიკვაძე VI კლასი.
აღსანიშნავია რომ მესამე და მეოთხე ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 65-65 ქულა დააგროვეს, თუმცა ოქტომბრის საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 118 წამში მოახერხა, ხოლო ცხმორისის საჯარო სკოლის გუნდს შედეგისთვის 201 წამი დასჭირდა.
ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
ქედაში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს