თელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
25-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და ნაყოფიერ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. გაიმართა აქტივობები, რომელთა მიმდინარეობაშიც ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ.

მათ ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს შესაძლებლობები გამოავლინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203