რისი შემოწმების უფლება არ აქვთ სკოლებში რესურსცენტრებს - დოკუმენტი
07-05-2024

აჭარის განათლების მინისტრის დადგენილებით ადგილობრივი რესურსცენტრების დებულება დამტკიცდა, სადაც გაწერილია ყველა ის უფლება-მოვალეობა, რომელიც ტერიტორიულ ორგანოებს განათლების მიმართულებით გააჩნია.

თუმცა დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება“.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ გამორიცხავს რესურსცენტრის უფლებამოსილებას, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203