„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
24-04-2024
განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ტელევიზიით რამდენიმე განმარტება გააკეთა სკოლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„სკოლები სრულად დაცულია... მესმის საზოგადოების, განსაკუთრებით მშობლების მღელვარება,, რამდენიმე დღის წინ და შემდგომ, დაფიქსირდა სრულიად ცრუ ინფორმაცია, რომლის უკან არ დგას არაფერი, გარდა იმისა, რომ მსგავსი ტიპის მღელვარება შეექმნათ მშობლებსა და სასკოლო სივრცეში;

გადამოწმდა ყველა სკოლა და არც ერთ სკოლაში მსგავსი არაფერი დადასტურდა.

ახლაც გრძელდება მოკვლევა, თუ ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, რაც შეეხება სასკოლო გარემოს, აქ სრული სიმშვიდეა, თამამად შემიძლია ვუთხრა ნებისმიერ მოსწავლესა და მშობელს - განაგრძონ სასკოლო ცხოვრება რადგან აქ საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203