სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მათ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.
ბავშვებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ინგლისურ ენაზე ისაუბრეს და მათ შესახებ სკოლაში, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
აქტივობებში ისინი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: