ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა შემეცნებითი ღია გაკვეთილი და საინტერესო აქტივობებით შესწავლილი ვაჟა ფშაველას - „ია“
25-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლია ნოღაიდელმა ღია გაკვეთილი თემაზე ვაჟა ფშაველას „ია“ ჩაატარა.

გაკვეთილის მიზანი ტექსტის მთავარი სათქმელის ამოცნობა იყო. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სიმბოლურადაა ტექსტში: ნატვრა, წუხილი, ხანმოკლე სიცოცხლის სევდა, ასევევ ხაზი გაუსვეს ვედრებას უფლის მიმართ და ისაუბრეს ადამიანის მიმართ ბუნების უნდობლობაზე.

მოსწავლეებმა, ასევე მოამზადეს პოსტერები ტექსტის მიხედვით.

„მათი მიზანი იყო შეექმნათ საპირისპირო მნიშვნელობის მქონე მოთხრობა, რომელიც იქნებოდა სიკეთის, სიცოცხლის და ბედნიერების სიმბოლო, რომელშიც არ იქნებოდა ადამიანზე სამდურავი სიტყვები გამოთქმული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა შექმნეს მოთხრობა „გვირილა“, მათ შეაგროვეს მარცვლეულობა და გააკეთეს ხელნაკეთი ბუნებრივი ნახატები.

„გვირილა“ წარმოადგინეს აღტაცების, სიხარულის სიმბოლოს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ადამიანს უყვარს ბუნება, უფრთხილდება მას და რაც ძველად ხდებოდა ეს იყო საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის გზა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეებს მოტივაციას, განწყობას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203