დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში
26-04-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე და პატრიოტულ მოტივებზე ზრდიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

გამონაკლისი არც ქართული ენის დღე ყოფილა, მის აღსანიშნავად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლია ნოღაიდელმა მე-8 კლასში ჩაატარა ღონისძიება თემაზე - „ენა დედაა ერისა“. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილი ისტორია და ისაუბრეს ერის თვითმყოფადობისთვის სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203