„შენ შეგიძლია აქციო ყოველი დღე დედამიწის დღედ“ - ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე თემატური აქტივობებით აღნიშნეს.
მათ საინტერესო პრეზანტაცია გამართეს, თემატური პოსტერები მოამზადეს, ნარჩენების სეპარეცია უზრუნველყვეს, სიმბოლური სამკერდე ნიშნები დაამზადეს და ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო, რითვისაც ხაიშის საჯარო სკოლა მონაწილე მოსწავლეებს მადლობას უხდის.
„ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ვიზრუნოთ დედამიწაზე და გარემოზე, რომელსაც ჩვენ გარშემო ვქმნით.
გახსოვდეს, პატარა ნაბიჯებს დიდი შედეგი მოაქვს. შენ შეგიძლია აქციო ყოველი დღე დედამიწის დღედ“,- სწორედ ეს გზავნილები გასდევდა აქტივობებს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: