ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ფილოსოფოს ნიაზ ბოლქვაძის გაცნობითი საღამო ჩატარდა
31-05-2018

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სკოლის ბიბლიოთეკარის გულო ყურშუბაძისა და ქართული ენის პედაგოგის ნატალია შოთაძის ხელმძღვანელობით ამავე სოფლის მკვიდრის, ფილოსოფოს ნიაზ ბოლქვაძის გაცნობითი საღამო ჩატარდა.

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნიაზ ბოლქვაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

ფილოსოფოსმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე რაც მოზარდების ცნობისმოყვარეობას მოიცავდა.

ნიაზ ბოლქვაძე მწერალი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე დაიბადა სოფელ ჩაისუბანში 1962 წლის 18 აპრილს. მან 2000 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური აკადმეიის  ბათუმის ფილიალი და ბაშკირეთის რესპუბლიკის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სოციალური ფილოსოფიის განხრით. 1999 – 2005 წლებში იყო ბაშკირეთის რესპუბლიკის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი.

2005 წლიდან არის ფილოსოფოსთა საზოგადოებისა და საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, 2006 წლიდან აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა.

2008 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 5000-ზე მეტი პუბლიცისტური სტატია ქართულ და უცხოურ გამოცემებში.

„ნიაზ ბოლქვაძის ნაშრომი „აზროვნების  ეკოლოგია“- კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალებაა. ის რეცენზენტტა შეფასებით უთუოდ დიდ მისიას შეასრულებს სხვადასხვა ერებსა და რელიგიებს შორის, მშვიდობიანი, კეთილმეგობრული ურთიერთობების განვითარებაში. ხელს შეუწყობს ტოლერანტობის საზღვრების მაქსიმალურად გაფართოებას და რელიგიური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების მინიმუმამდე დაყვანას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203