„არ მოვაკლებთ სიყვარულს, ზრუნვასა და სწავლა-აღზრდას“- თბილისის N14 საჯარო სკოლის პედაგოგები მომავალ პირველკლასელებს სიყვარულით ელიან
თბილისის N14 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ.
შედეგად კი, სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. იქ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, განსაკუთრებული სიყვარულითა და სიხარულით პირველკლასელებს ეგებებიან.
ახლაც, სკოლაში მომავალ პირველი კლასის მოსწავლეებს იწვევენ. მათ სასკოლო ცხოვრებაში მეგზურობას მასწავლებლები - როზა ჭეჟია, ინდირა მანველიშვილი და ნონა სიხუაშვილი გაუწევენ. პატარები პირველ ნაბიჯებს სწორედ მათი ხელმძღვანელობით გადადგამენ.
„ვისაც სკოლის ასაკის ბავშვი გყავთ, გულითადად მიგიღებთ სკოლაში და თქვენს პატარებს არ მოვაკლებთ სიყვარულს, ზრუნვასა და სწავლა-აღზრდას თბილ და უსაფრთხო გარემოში. ჩვენი პირველი კლასის პედაგოგები გამორჩეული არიან გულისხმიერებით, სითბოთი და პროფესიონალიზმით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: