მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება ინგლისური ენის კლუბის წევრების და ინგლისური ენის მასწავლებლის - სევინჯ ალახვერდიევას ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, თითქმის ყველა კლასიდან.
ღონისძიება შედგებოდა ნომრებისგან: დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური კომპოზიციები ინგლისურ ენაზე. უფროსკლასელებმა კი ისაუბრეს ინგლისური ენის მნიშვნელობაზე, მის ღირებულებაზე მსოფლიოს მასშტაბით.
მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს მნიშვნელოვანი ფაქტები ამერიკისა და ინგლისის შესახებ, როგორც ინგლისურენოვან ქვეყნებზე. ისაუბრეს ინგლისელი მწერლისა და პოეტის უილიამ შექსპირის შესახებაც;
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიმდინარეობისას საქართველო-ბრიტანეთის მეგობრობის ნიშნად, მოსწავლეთა ნაწილს ხელში ეჭირა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის დროშები.
იხილეთ ფოტოები: