25 აპრილს, სარფის საჯარო სკოლაში 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა მერაბ ვარშალომიძემ და მასპინძელი, სარფის საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა მგელაძემ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 5-5 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა 72 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანასტასია კახიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ თამაზ კახიძე, თამარ თებიძე, სალომე მალაყმაძე და ნათია სალვარიძე.
მეორე ადგილზე 71 ქულით გავიდა ორთაბათუმის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ნიკოლოზ ტარიელაძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: სესილი ხალვაში VII კლასი, თიკა დავითაძე VI კლასი, ელენე კონცელიძე VI კლასი და გურამ აბესლამიძე VI კლასი.
მესამე ადგილი კი მოიპოვა ფერიის საჯარო სკოლის გუნდმა ასევე 70 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი მილენა ვერძაძე. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: მარიამ ჯიოშვილი VII კლასი, ანასტასია ბასილაძე VII კლასი, მარიამ ხუჯაძე VI კლასი და ნატალი ნაკაშიძე VII კლასი.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი გავიდნენ ქედქედის და ზემო ახალშენის საჯარო სკოლების გუნდები, VII კლასელი ლუკა კოპინაძის და ასევე VII კლასელი გოგიტა შაინიძის ხელმძღვანელობით. აქვე აღსანიშნავია, რომ პირველ ხუთ ადგილზე გასული გუნდები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
ხელვაჩაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს