მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ესეების კონკურსში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
31-05-2018
მუხურის N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ნიკა ბოჭორიშვილი და გიორგი ვარდოსანიძე ტყიბულის მერიამ და საკრებულომ „ესეების კონკურსში“ მონაწილეობისთვის დააჯილოვა. კონკურსი ტყიბულში ჩატარდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.