სამტრედიის N10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლაში ფლეშმობი მოაწყვეს
31-05-2018
სამტრედიის N10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში „თავისუფლება“ საინტერესო შეხვედრა შედგა.  

კლუბის კურატორმა, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ეკატერინე ფოცხვერიამ არასრულწლოვნებს 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედებული კანონი გააცნო, რომელიც უკავშირდებოდა კანონს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“. 

ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და გამოხატეს სურვილი მოეწყოთ ფლეშმობი - „არა თამბაქოს“. 

აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა მოახდინეს დემონსტრირება თამბაქოზე დამოკიდებულების და იმ ფატალური შედეგის, რაც თამბაქოზე დამოკიდებულებას ახლავს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ ამით კანონისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203