მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა და აქტივობა ეწყობა.
22 აპრილს, X კლასმა გააკეთა პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცოდნის ამაღლებას. აღნიშნულ შეხვედრას მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საჭირო ცოდნა და ინფორმაცია გაუზიარეს.
შეხვედრის ადგილად, მათ, კონკრეტული ადგილი აირჩიეს - სკოლის ეზოში არსებული, მიტოვებული შენობა.
„ეს ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ გვინდოდა, მისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა და ხალხისთვის დაგვენახებინა, რომ ნებისმიერი რესურსის (ამ შემთხვევაში ამ შენობის) გამოყენებაა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რამდენად შელახულიც არ უნდა იყოს ის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პრეზენტაცია ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: