ზველის საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილება“ და „ბოლო ზარი“ ერთად ჩატარდა
31-05-2018
ზველის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს, რომლის ორგანიზატორი მათი მასწავლებელი ირინე ჭანტურიძე იყო. 

კონცერტს სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. 

ზეიმზე ემოციური და საზეიმო სიტყვები წარმოითქვა. 

სკოლის დირექტორმა პირველი კლასის კურსდამთავრებულებს შემდგომი სწავლა-განათლებისთვის გზა დაულოცა.            

რაც შეეხება მე-12 კლასელების „ბოლო ზარს“, იგი მათივე კლასის დამრიგებლის, მაია ჯვარიძის ორგანიზებით მოეწყო. 

საზეიმო შეკრებას სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდენ. 

პირველი მისასალმებელი სიტყვით მათ დირექტორმა მაგდა ლაცაბიძემ მიმართა, რომელიც საკმაოდ ემოციური და დადებითი მუხტით აღსავსე გახლდათ, რაც ხშირი აპლოდისმენტებით დასრულდა. დირექტორმა მოსწავლეებს საატესტატო გამოცდებში წარმატებები და  ცხოვრების გზაზე წინსვლა უსურვა.

მე-12 კლასს, ასევე, დამრიგებელი მაია ჯვარიძე მიესალმა, რომელმაც ყველა მოსწავლე დადებითად დაახასიათა და მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გზა დაულოცა.

„ბოლო ზარზე“, ასევე, მასწავლებლების ემოციური გამოსვლები, მოსწავლეების და მშობლების სამადლობელო სიტყვები, სკოლისა და მასწავლებლების მიმართ ლექსები, სიმღერები და ცეკვები იყო წარმოდგენილი.            

ზეიმის დასრულების შემდეგ მე-12 კლასელები ახალციხის ციხექალაქ რაბათში, შემდგომ კი სამონასტრო კომპლექს საფარაში გაეშურნენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203