სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე ინტელექტუალურ თამაშში 1-ელი ადგილის მფლობელი გახდა
31-05-2018
სალიბაურის №2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე იმედა ლორთქიფანიძე ინტელექტუალურ თამაშში - „ყველაზე ჭკვიანი 2018“ I საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. სკოლის VII კლასის აღსაზრდელმა რეზი შარაშიძემ კი ასაკთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგული ქულა დააგროვა.
ინტელექტუალური თამაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.
ორივე მოსწავლე სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.