საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ელისო გაბრიაძემ დაგეგმა და ჩაატარა ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობასა და მის მნიშვნელობაზე. მათ ლექსებითა და სიმღერებით გადმოსცეს ქართული ენის სიყვარული.
აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: