თბილისის N6 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის სპექტაკლი გაიმართა
26-04-2024
თბილისის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი მალე დასრულდება, დირექტორ ქეთევან თევდორაშვილის ხელმძღვანელობითა და პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, ლიტერატურულ კლუბ „სეზამელების“ სპექტაკლი „აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა“ (ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!“ მიხედვით), ჩატარდა.

სპექტაკლის ავტორი და დამდგმელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ტუღუში გახლდათ.

მოსწავლეებმა ნაწარმოების პერსონაჟების როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: ნიკა კბილაშვილი (ილია ჭავჭავაძე),  გაბრიელ შუბითიძე (მე-19 საუკუნის ლუარსაბი),  ანინა ქანთარია (მე-19 საუკუნის დარეჯანი), ილია გოგლიჩიძე (21-ე საუკუნის ლუარსაბი), ანანო დავიდოვი (21-ე საუკუნის დარეჯანი), ნინო ჯანაშია (ელისაბედი), ანა ქუთათელაძე (სუტკნეინა), საბა ცოფურაშვილი (დავითი), საბა ჩიტაური (მოურავი), ელენე ხასაია (ლამაზისეული), ანასტასია ქონიაშვილი (მკითხავი), ნიკოლეტა გრებნიუკი (გლეხის პირველი გოგო), ნიკოლეტა გრებნიუკი (ლუარსაბის შვილი), ნუცა ურუშაძე (გლეხის მეორე გოგო, ქართული სული, ლუარსაბის შვილი), ნიკა მამნიაშვილი (გლეხი), კახა კალანდაძე (გლეხი). მოცეკვავეები - ლიზი დარახველიძე, ანა ქაცანაშვილი. მომღერლები - მარიამ ბასიაშვილი, ნინი ბასიაშვილი, ლიზი გელაშვილი, ლუკა ბრეგაძე. რესტორნის გოგონები- მარიამ გოგიძე, მარიამ ლატარია, ნია ურუშაძე. რესტორანში და ფარდის გამწევი იყო ალეკო გერგედავა, მუსიკალური გახმოვანება ეკუთვნის - ანდრია ჯანიბეგაშვილს.

ღონისძიების წამყვანები კი იყვნენ - თაკო კოკოზაშვილი და ბარბარე მიქაძე.

სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად სპექტაკლს ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები: საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე  ნანა ციმაკურიძე, ციცი ჩაბაიძე, გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ლოდია, მაია ჩარკვიანი.

მოსწავლეთა შემოქმედებითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს დღე ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი იყო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. დირექტორის -  ქეთევან თევდორაშვილის ხელმძღვანელობით, კი მოწაფეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ იძენენ იმ უნარებს, რაც 21-ე საუკუნეში მეტად მნიშვნელოვანია. სკოლაში წახალისებულია მოსწავლეთა შემოქმედებითობა, რაც ახალგაზრდების შესაძლებლობებზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203