იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგნენ
26-04-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ახლახან, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ამავე მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და შემოქმედებითი ნომრები გამართეს, რომელთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულად იფარის საჯარო სკოლის წარმოდგენა დასახელდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-7 და მე- 9 კლასის მოსწავლეები, დროის ათწუთიან მონაკვეთში (დებულებაში მითითებული რეგლამენტის მიხედვით) ცდილობდნენ, ქართული ენის და ზოგადად, ქართველური ენების რაობაზე ესაუბათ, აღნიშნული თემა ისტორიულ ჭრილში განეხილათ, ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხს, მათ ენობრივ თავისებურებებსა და სხვა საინტერესო საკუთხებს შეხებოდნენ.

დასასრულისთვის, მათ სასცენო ნომერი გამართეს, რომელიც დიდი ქართველი ენათმეცნიერის - მზექალა შანიძის ლექციის - „დამოუკიდებლობის სკოლა“ ინსცენირებას მოიცავდა. ენათმეცნიერის როლს მე-7 კლასის მოსწავლე - ნინო გულბანი მართლაც გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით ასრულებდა. 

ვინაიდან დედაენის დღესთან დაკავშირებული ეს ზეიმი არ ტარდებოდა შეჯიბრ-კონკურსის ფორმატში, იფარის სკოლას გულითადი სიტყვიერი შექება და ცოცხალი ყვავილების თაიგული, ღონისძიების უშუალო ავტორ-ხელმძღვანელებისაგან გადაეცა. სიგელები და ორ-ორი მოლბერტი კი ყველა მონაწილე სკოლას მიენიჭა. 

იდეის ავტორები და ორგანიზატორები მესტიის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი - ნინო კვიციანი და ლენჯერის საჯარო სკოლის მასწავლებელი - თამარ შუკვანი იყვნენ. 

„ორშაბათს, 15 აპრილს დედაენის დღის საზეიმო სულისკვეთებამ თვითონ იფარის სკოლის კედლებშიც გადმოინაცვლა, სადაც უკვე მთელი სასკოლო საზოგადოება შეიკრიბა და კიდევ ერთხელ აღინიშნა დედა ენის დღე, 14 აპრილი და ამ თარიღის ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203