„ჩარლი ჩაპლინი 135 წლისაა“ - იფარის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
26-04-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში ჩარლი ჩაპლინის დაბადებიდან 135-ე წლისთავი განსაკუთრებული საგანმანათლებლო ღონისძიებით - „ჩარლი ჩაპლინი 135 წლისაა“ აღნიშნეს.

იდეის ავტორი და ღონისძიების ხელმძღვანელ-ორგანიზატორი იფარის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი - თეა მერლანი იყო. მასში მე-8, მე-6 და მე-5 კლასის მოსწავლეები: დავით კორძაია, თამარ პირველი, ანასტასია ხვისტანი, თეკლა ხვისტანი, მარიამ გულბანი, ელენე კორძაია, დემნა პირველი და ბაქარ პირველი მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ შორის გამოირჩეოდნენ მეექვსეკლასელი თეკლა ხვისტანი, რომელიც წამყვანი იყო და მერვეკლასელი დავით კორძაია, რომელიც ბრწყინვალედ განასახიერებდა ჩარლი ჩაპლინის როლს.

საზეიმო ვითარებაში დამსწრე საზოგადოება ჩარლი ჩაპლინს როგორც რეჟისორს, მსახიობს, კომპოზიტორს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანს - ყველასათვის კარგად ცნობილი პასაჟით თავისი ქალიშვილისადმი - „მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი- ეცადე შენც...“ გაეცნო

საგანმანათლებლო-შემეცნებითი საათის დასასრულს, გაიმართა ნაწყვეტების ჩვენება ჩარლი ჩაპლინის კინოსურათებიდან.

„ჩარლი ჩაპლინი - ყველა დროის ყველას სიყვარული. მადლობა იფარის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელს- თეა მერლანს, რომელიც ხშირად ჩუქნის ხოლმე თავის მოსწავლეებს თუ მთელ  სკოლას ასეთ სასიამოვნო ღონისძიებებს. 
წარმატებები მას და ასევე, ყველა მოსწავლე-მასწავლებელს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203