„დავეხმაროთ ბუნებას!“ - კარწახის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
29-04-2024

სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მის მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

„დავეხმაროთ ბუნებას!“ - ამ სლოგანით გეოგრაფიის მასწავლებელმა - წოვინარ ავეტისიანმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო საღამო მოაწყო.

მოსწავლეების ემოციები გადამდები იყო ყველასთვის.

„ვუსმენდით და გული სიამაყით გვევსებოდა, რომ ისინი აცნობიერებდნენ დედამიწის მნიშვნელობას და იმას, რომ დედამიწა მართლაც „ჩვენი სახლია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

საღამოს დასასრულს სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეთა გადაღებული ვიდეოები იხილა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენონ სწორად ბუნებრივი რესურსები და როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი - საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, მიღწეულია“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა - ერვანდ ვარდერესიანმა აღნიშნა ის საოცარი შრომისმოყვარეობა და კრეატიულობა, რაც გააჩნია ახალბედა კოლეგას, წოვინარს და მადლობაც გადაუხადა საღამოს გალამაზებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203