აჭარის ა/რ განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა რეგიონის მასწავლებლების მხარდამჭერ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აფინანსებს ადგილობრივი მასწავლებლების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას.
„ასევე ვაფინანსებთ მასწავლებელთა გადამზადებას და გვაქვს პროექტებით სწავლების მხარდაჭერის პროგრამა. თუ პედაგოგს აქვს ინოვაციური პროექტი, სამინისტრო უცხადებს მხარდაჭერას სათანადო რესურსების შეძენით და გარდა ამისა, გამარჯვებული პედაგოგი იღებს ყოველთვიურ 500-ლარიან დანამატს.
სექტემბრიდან ეს პროგრამა გაგრძელდება და მასში ჩაერთვება რეგიონის 100 მასწავლებელი“, - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა.