„ქაჯების მეჯლისი“- დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი მორიგ საინტერესო ნოველას გვიზიარებს
26-04-2024

ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი საზოგადოებას თავისი შემოქმედებით ხშირად ანებივრებს. 

ამჯერად, მან ნოველა - „ქაჯების მეჯლისი“ დაწერა, რომელშიც იმ გოგონას ამბავია აღწერილი, რომელსაც სწავლა არ უნდოდა, თუმცა დააძალეს და შემდეგ მოვლენები, შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელად განვითარდა. ნოველაში ისეთ საკითხზეცაა საუბარი, როგორიც სიკეთის დაუნახაობაა. 

ჩვენ ნინო დოხტურიშვილის ნაწარმოებს უცვლელად გთავაზობთ:


                                                                           ქაჯების მეჯლისი

- ბატონო დავით, კართან მეზობელი ქალი მელოდება თქვენთან გასაუბრება მთხოვა, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ დავუძახო?!

მხოლოდ იმ საოცარი მასპინძლობის გამო, რომელიც გონებიდან და გულიდან არასოდეს ამოვა, რა თქმა უნდა, მივიღებ თქვენს მეზობელს! საკუთარ სიტყვებს მოკრძალებული ღიმი მიაყოლა სტუმარმა..

ქალმა პატივისცემის ნიშნად, მოწიწებით დახარა თავი და კარისკენ გაემართა...

- დალი, შემოდი!

- შეიძლება „ქალო“?!

- დიახ, მოდი!

- აჰა მოვედი, სად არის, აბა, ის კაცი?

მასპინძელს არ ესიამოვნა ასეთი უტაქტობა, თუმცა მიხვდა, რომ მისი ახლიდან აღზრდა შეუძლებელი იყო, ამიტომ სკამისკენ მიუთითა და ყავის მომზადების თადარიგს შეუდგა...

- გავიგე, რომ სადღაც ასწავლი, შე კაცო?!

- გამარჯობა, ქალბატონო, მე გახლავართ დავით ნინუა იმ უნივერსიტეტის ლექტორი, სადაც ჩვენი დიასახლისის ქალიშვილი სწავლობს, დღეს კი აქ სტუმრის ამპლუაში გეახელით.

- კი კაცო, ეგ  გავიგე, მაგრამ რაღაცა უნდა მეთქვა..

ლექტორი მიხვდა რა „დამოკიდებულებასთანაც“ ჰქონდა საქმე და გულდასმით მიუგდო ყური მსმენელს...

- ეს ჩემი გავერანებული გოგო „ამტყდარია“, გინდა თუ არა, არ მინდა სწავლის გაგრძელება, ტყე -ღრეში უაზროდ ხეტიალი მირჩევნიაო. რა ჯანდაბა ვქნა! წაიყვანე სასწავლებელში, იქნებ გამოვიდეს რამე...

- რა უნდა გამოვიდეს, ქალბატონო?

- რა ვიცი, შე კაცო ....

- კარგი, მაშინ რა იცის?

- რავიცი, შე კაცო, ტყე-ღრეში რა უნდა იცოდეს ?!

- მოიყვანეთ, ქალბატონო, გავესაუბრები...

- ეს არის კაცი მანანა!... მოვიყვან ჩემს მეხდასაყრელს, იქნებ გაერიოს საზოგადოებაში და ქალად იქცეს...

სწრაფი ნაბიჯით გავარდა ქალი ოთახდან, კარები არც კი მოუხურავს, ელვის სისწრაფიდ დაბრუნდა უკან და თან გახემებულ გოგონა მორივით დაახეთქა სკამზე.

- ა, ეს არის, რა იქნებოდა გამწყალებოდა მუცელში, ჰა ბატონო, ხომ აღარ მექნებოდა სადარდებელი...

სტუმარი კაცი გაოგნებული უყურებდა მაწყევარ დედას, ვერ გაეგო ქალის ასეთი გაგულისების მიზეზი და ცოტა რბილი ხმით ჰკითხა გოგონას...

- გინდა თბილისში წამოსვლა?

- მერე ჩემი გოჭები?

- მაგის გარდა გაინტერესებს რამე  შვილო?

- კი, ტყეში დავდივარ ხოლმე სოკოების მოსაკრეფად, სახლში ქათმებს, გოჭებს ვუვლი და ხანდახან ძროხებსაც ვწყემსავ..

- წიგნი თუ წაგიკითხავს როდისმე?

- წიგნი რად მინდა, მე ისედაც გონიერი გოგო ვარ!

ლექტორი გაოცდა, გატლანქებული ახლაგაზრდის თავდაჯერებულობაზე!

- ჩაიწყვიტე ხმა გოგო! - გვერდიდან დედამ შეუტია.

- ეგ კარგია, ჩემო შვილო, მაგრამ განათლებაც საჭიროა და სასარგებლო!

- უფ ნეტაი თქვენ! მე სულაც არ მინდა აქედან წასვლა! დედა გადამეკიდა უშნოდ, არ მეშვება რა ჯანდაბა ვქნა, აღარ ვიცი.

- ხოდა წამოდი ჩვენთან ერთად და პროფესიულ სასწავლებელში შეიტანე საბუთები, იქნებ ისე მოგეწონოს იქაურება, რომ სწავლის გაგრძელების სურვილიც კი გაგიჩნდეს.

- ოოოხ, ხომ გითხარი, შენ კაცო, არა თქო არა!

- ხვალვე ჩააბარგე შენი ტანსაცმელი, თორემ მიწას დაგაყრი, შენ დასამიწმებელო შენა!

- კარგი, კარგი, კარგი, ნუ შემჭამე!

მეორე დღეს გოგონა უკმაყოფილო სახით გაჰყვა ლექტორს ქალაქისკენ, რომელსაც მასპინძლის ქალიშვილიც უმშვენებდა გვერდს. თბილსში ჩამოსვლის შემდეგ საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში დაბინავდნენ, ლექტორი მუდამ მეთვალყურეობდა ახალგაზრდას და მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა სწავლის მიმართ, მაინც აზიარა განათლებას, დაამთავარებინა  პროფესიული სასწავლებელი და სამსახურშიც დაასაქმა, უანგარო თანაშემწეობით....

გოგონა იშვიათად იხედებოდა დედულეთისკენ, ყველაფერი აღიზიანებდა, რაც იქაურობას ახსენებდა, მისივე თანასოფლელს  კატეგორიულად აუკრძალა წარსულზე საუბარი. გაუგონარი საიამაყოთ აქიცინებდა მამალაყინწასავით თავს, თუმცა ძველი ჩვევები ხშირად ახსენებდა თავს, ისეთ უთანასწორო ფრაზებს ამოაფრქვევდა, რომ გარშემო ყველას ირონიის ღიმი გადაჰკრავდა ხოლმე სახეზე. სამწუხაროდ, იმ ადამიანის გაქილიკებაც დაიწყო, რომელმაც ფეხის ადგმაში დახმარების ხელი გაუწოდა ...

- უუუხ, წამომიჯდა აქ ქვეყნის მბრძანებელივით და განკარგულებებს იძლევა...

 - ასე რატომ ამბობ? ჩვენ ხომ ეს ადამიანი დაგვეხმარა გაჭირვების დროს?

- ნეტავ, რაში მჭირდებოდა აქ ჩამოსვლა და მისი ხელის წაკვრა, რა გამიჭერდებოდა რამე?

- რა ეკლდა ჩემს ოჯახს განათლება თუ სიტყვა -პასუხი...

 თანასოფლელი გაბრაზდა - მე მადლიერი ვარ ამ ადამიანის და შენი არ ვიცი!

- იცი, რას გეტყვი მე ,იმას გავაკეთებ რაც მინდა, ნაკლებად გავითვალისწინებ ამ „თავადის“ განკარგულებებს....

- აბა, ქალბატონებო.. როგორ გიკითხოთ?

ოთახში ბატონი დავითი  შემოვიდა, მოკრძალბით დაუკრა თავი ორივეს და განსაკუთრებით მოიკითხა.

- ხომ არაფერი გიჭირთ, შვილებო, რით შემიძლია დაგეხმაროთ??

- ნეტავ შენ რითი უნდა დამეხმარო...

- ბატონო?

- არაფერი „ვიხუმრე!“

გოგონა გაერიდა იქაურობას, თანასფოლელმა კი გაუსაძლსი უხერხულობა იგრძნო, ეცადა რამენაირად გამოესწორებინა დანაშუალი და დიდი მადლობა გადაუხადა ბატონს იმ პატივისცემისთვის და ყურადღებისთვის, რასაც წლების განმავლობაში უანგაროდ ამჟღავნებდა მათ მიმართ.

მომხვდურს ესიამოვნა მადლიერება და ფრთხილი ნაბიჯით გაუყვა გზას კაბინეტისკენ...

ყველა თითქოს წყნარად და მშვიდად დაუბრუნდა თავის სამუშაოს, აივანზე ატეხილმა ქაოსმა კი სიჩუმე დაარღვია, თანასოფლელმა გარეთ გაიხედა და დაინახა გოგონა როგორ ლანძღავდა, კომპანიაში მომუშავე ქალბატონს...

- ადექი და გააკეთე, რასაც გეუბნები, შე გამოუსვლელო??

- რას კადრულობ, უზრდელო...

- რასაც იმსახურებ!

- გააკეთე! მგონი გასაგებად და გარკვევით გეუბნები, მე რას მიყადრი თავს, ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ და საიდან მოვდივარ!...

- აი, ზუსტად რომ ვიცი ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, იმიტომ გინდა ერთი ომახიანი „პანღური“ ...

- რეებს ბედავ შე „ხეპრე“!

- საკმარისია! ბატონი დავითი (ლექტორი) თავზე განრისხებული დაადგა და აღშფოთებული თვალებით შეხედა ორივეს..

- შენ შვილო, როგორც მე ვხედავ, აქ ბევრი რამ არ გსიამოვმენებს და თვითრეალიზებასაც სათანადოდ ვერ ახერხებ. ხშირად მესმის  საყვედურები, შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩემი მიმართულებით, რომელსაც არ ვიმსახურებ, მაგრამ ადამიანურად ვიტან და ვირიდებ, ამიტომ თუ რამე დაგაკელი, ბოდიშს გიხდი ამისთვის !ამიტომ აუცილებლია სხვა განზომილებაში მოსინჯო თავი, განთავისუფლებ ყოველგვარი ვალდებულებისგან, სულ წარმატების გზით გევლოს!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203